Aa Aa
7 აგვისტო 2020  |  14:31

სილვას ძმამ ლაციოს ოფისში შეხვედრა გამართა - რომაელები სუპერტრანსფერთან ერთ ნაბიჯში არიან

სხვა იტალიური გამოცემებისგან განსხვავებით, Corriere dello Sport-ი წერს, რომ დავიდ სილვა „ლაციოს“ შეთავაზებას დათანხმდა და კარიერას რომაულ კლუბში გააგრძელებს.

გამოცემის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელის ძმა „ლაციალეს“ ოფისში იმყოფებოდა და შესაძლო გარიგების მნიშვნელოვანი დეტალები „არწივების“ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა. შეხვედრის შემდეგ კონტაქტი თავად სილვასთანაც შედგა, რომელმაც „ბიანკოჩელესტეს“ რიგებში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ესპანელი ვარსკვლავის სიტყვის შემდეგ მხარეები მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და დღეიდან უკვე ფორმალური დეტალების შეთანხმებას შეუდგებიან.

ტურინული Tuttosport-ი გუშინ გვამცნობდა, რომ რომაელებმა სილვას წლიურ ხელფასად დაახლოებით 3 მილიონი ევრო, ასევე რომის ცენტრში მდიდრული სახლი და პირადი თვითმფრინავი შესთავაზეს.

ყველაფერ ამის მიუხედავად, რამდენიმე გავლენიან იტალიურ გამოცემას ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ლაციალე“ ვეტერან პირენეელს ვერ დაიყოლიებს და იგი კარიერის გაგრძელებას არაბეთში არჩევს. იქ მისი სამსახურით „ალ-აჰლი“ და „ალ-ნასრი“ არიან დაინტერესებულნი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში