პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონში 5 ცვლილების წესი აღარ იმოქმედებს
პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონში 5 ცვლილების წესი აღარ იმოქმედებს. დღეს გამართულ კენჭისყრაზე ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე 11 კლუბმა წესის გაუქმებას დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში გუნდებს მხოლოდ 3 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ახლად დაწინაურებულმა „ლიდსმა“, „ვესტ ბრომვიჩმა“ და „ფულემმა“ ძველ წესს მისცეს ხმა. „ჩელსი“ კი ერთ-ერთი იყო, რომელიც 5-ცვლილებას აქტიურად ლობირებდა.
At the Premier League’s Annual General Meeting today, Shareholders agreed to rules relating to VAR and substitute players for the 2020/21 season
— Premier League (@premierleague) August 6, 2020
Shareholders unanimously approved the implementation of VAR, in line with the full FIFA VAR protocol pic.twitter.com/tkrZUbv9Y4
შეგახსენებთ, რომ 5 ცვლილების წესი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემოიღეს და მისი მიზანი ტრავმების თავიდან არიდებაა. ამ წესს ევროპაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ 5 ცვლილება წყალს გრანდების წისქვილზე ასხამს, რადგან მათ გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ.