სახლი, თვითმფრინავი და 52 000 ფუნტი სტერლინგი - ლაციო სილვას დაყოლიებას ცდილობს
Aa
Aa
6 აგვისტო 2020  |  20:22

სახლი, თვითმფრინავი და 52 000 ფუნტი სტერლინგი - ლაციო სილვას დაყოლიებას ცდილობს

იტალიური გამოცემა, Tuttosport იტყობინება, რომ „ლაციო“ დავიდ სილვას გადაბირებას აქტიურად ცდილობს.

34 წლის ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე გუნდი ინტერესდება და „ლაციო“ ერთ-ერთი მათგანია. „არწივები“ საქმეს მთელი სერიოზულობით ეკიდებიან და სილვას წინადადებით უკვე მიმართეს.

„ლაციო“ ესპანელს კვირაში ხელფასის სახით 52 000 ფუნტ სტერლინგსა და ბონუსებს დაჰპირდა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულა. Tuttosport-ის ცნობით, „ბიანკოსელესტიმ“ სილვას რომის ცენტრში მდებარე მდიდრული სახლი და პირადი თვითმფრინავი შესთავაზა.

ვეტერან ფეხბურთელს „არწივებისთვის“ ჯერ არ უპასუხია, თუმცა იტალიურ პრესაში წერენ, რომ მას კვირაში მინიმუმ 86 000 ფუნტი სტერლინგის მიღება სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „ლაციოს“ წინადადებას დათანხმდეს.

თანაც სილვას მიმართ ინტერესს „შაბაბ ალ-აჰლი“ და „ალ-ნასრი“ იჩენენ და დუბაიში დაარსებულ კლუბებს გაცილებით სარფიანი შეთავაზების გაკეთების რესურსი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები