ზიდანი: იმედი მაქვს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს
Aa
Aa

ზიდანი: იმედი მაქვს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ნახევარფინალში გასვლას მოახერხებს

მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალში გასვლის შანსები ჯერ არ დაუკარგავს.

 

„პარი სენ ჟერმენს“ „კამპ ნოუზე“ სამი გოლის გატანა ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ფრანგებს ნახევარფინალში გასვლის შანსები ჯერ არ დაუკარგავთ. მათ რიგებში უმაღლესი დონის შემსრულებლები ირიცხებიან და ერთ კონკრეტულ მატჩში პარიზელებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ეს „პარი სენ ჟერმენისთვის“ მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული შეხვედრა იქნება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ისინი ნახევარფინალში გასვლას მოახერხებენ“ - განაცხადა ზინედინ ზიდანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები