Aa
Aa

ფიჯი გადაწყვეტილია, იაპონია თუ საქართველო? - უელსური გამოცემა 8-გუნდიან ტურნირზე წერს

რაგბის ექვსი ერის ორგანიზაციამ ტურნირის დარჩენილი მატჩების განრიგი ოფიციალურად გამოაცხადა. ასევე დადასტურდა, რომ წელს, გვიან შემოდგომაზე ახალი გათამაშება ჩატარდება, რომელშიც 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პრესის გარკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ ახალ 8-გუნდიან ტურნირზე, რომელზეც ექვსი ერის ქვეყნებს კიდევ ორი ნაკრები დაემატება, საქართველოს ნაკრებსაც მიიწვევდნენ. თუმცა, ახლა უკვე იწერება, რომ გათამაშებაზე ფიჯისა და იაპონიის ნაკრებები იასპარეზებენ.

როგორც ირკვევა, ამჟამად ორგანიზატორები დასკვნით დეტალებს ათანხმებენ და ტურნირის ფორმატი, კალენდარი და მონაწილე გუნდები ოფიციალურად თვის ბოლოს გამოცხადდება.

იმის მიუხედავად, რომ წამყვანი ევროპული პრესის უდიდესი ნაწილი ფიჯისა და იაპონიის ტურნირზე მიწვევას გადაწყვეტილად თვლის, უელსური გამოცემა WalesOnline მაინც არ გამორიცხავს, რომ შანსი საქართველოს ნაკრებმა მიიღოს. სააგენტოს ცნობით, ფიჯის კანდიდატურას წყალი არ გაუვა, საქართველომ კი, შესაძლოა, ტურნირზე იაპონიის ნაცვლად ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები