Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  14:00

გიორგი გორგასლიძე: "ადვილი სიტუაცია არაა, ყველაფერი გაცილებით რთულადაა"

რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა.

გუშინ  საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც ცნობად მიიღეს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ კენჭი უყარეს და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცეს საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი გორგასლიძე.

გორგასლიძეს თქმით, რაგბის ოჯახში ვითარება მძიმეა და არჩევნების ჩატარებას, სავარაუდოდ, დეკემბერში გეგმავენ. პრეზიდენტობის კანდიდატები კვლავ ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და ყოფილი პრეზდენტი, გოჩა სვანიძე იქნებიან.

ასევე მან აღნიშნა, თუ რატომ არ დაწყებულა საქართველოში ამ დრომდე „დიდი 10“ და სხვა ასაკობრივი ტურნირები.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველო-შოტალანდიის მატჩზეც ისაუბრა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში