ლაუტარო და ბარსელონა თითქმის გამოირიცხა - მიზეზი სუარესია
Aa
Aa

ლაუტარო და ბარსელონა თითქმის გამოირიცხა - მიზეზი სუარესია

„ბარსელონაში“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი როგორც ჩანს ამ ზაფხულს არ შედგება.

კატალონიელები 22 წლის არგენტინელის გასაფორმებლად ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ და ამის მიზეზი ლუის სუარესია.

Mundo Deportivo-ს ცნობით, 33 წლის ურუგვაელი ფორვარდი გუნდის დატოვებას არ აპირებს და ლაუტაროს მხარეს არ სურს, რომ ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“ როტაციაში ითამაშოს. თავის მხრივ, „ბარსელონა“ არ გეგმავს, რომ 80 მილიონი ისეთ მოთამაშეში გადაიხადოს, რომელიც გარანტირებულად ძირითადში არ ითამაშებს.

ლატაროს „ინტერში“ დარჩენის შანსები ფეხბურთელის ბოლო განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა: „გუნდისთვის მაქსიმალურად შრომას ისევ გავაგრძელებ, გაუმარჯოს ინტერს“, - დაწერა არგენტინელმა სოციალურ ქსელში სეზონის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 33 წლის სუარესმა 22 წლის ლაუტაროს მიმდინარე სეზონში შედეგიანობის მხრივ ისევ აჯობა. ურუგვაელმა 34 შეხვედრაში 19 გოლი და 12 საგოლე გადაცემა გაიფორმა, ხოლო ლაუტარომ 45 მატჩში 19 გოლი და 6 ასისტი შეასრულა. რომ არა ტრავმა, სავარაუდოდ „ელ პისტოლერო“ გაცილებით უკეთეს შედეგსაც დადებდა.

ასეთ ვითარებაში, „ბარსელონა“ სათადარიგო და შედარებით იაფ ვარიანტზე გადაერთვება. გუნდს ფორვარდის შეძენა ნებისმიერ ვითარებაში დასჭირდება, რადგან სუარესი ტრავმებს ხშირად იღებს და მისი ასაკიდან გამომდინარე სეზონის სტაბილურად ჩატარება უჭირს.“ბარსას“ რადარზე ჯერჯრობით მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები