ლაციო სილვასგან პასუხს ელოდება
Aa
Aa

ლაციო სილვასგან პასუხს ელოდება

რომის „ლაციო“ დავიდ სილვას ელოდება, რათა მისგან საბოლოო პასუხი მოისმინოს, სურს თუ არა იტალიის დედაქალაქში კარიერის გაგრძელება.

34 წლის ესპანელის შეძენა „ლაციალეს“ მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის პირადი ინიციატივა იყო, რის შემდეგაც „არწივების“ წარმომადგენლები გამოცდილ შუახაზელს დაუკავშირდნენ და თავიანთი პირობები გააცნეს.

თუკი „სიტის“ ექს-კაპიტანი მოისურვებს, მაშინ მხარეებს შორის უფრო ინტენსიური კონტაქტი შედგება და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადაინაცვლებს.

სილვა, რომელმაც „სიტიში“ 10 წელი გაატარა, შეთავაზებების ნაკლებობას არ უჩივის. მას აზიური და ამერიკული კლუბების გარდა, ყოფილი გუნდი „ვალენსიაც“ ეპატიჟება.

ვეტერანი პირენეელი „სიტის“ დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალი კლუბის არჩევა საკუთარი სურვილისამებრ, სრულიად მშვიდად შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები