Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  09:57

კაზემირო სიტისთან მატჩზე: „უმაყურებლოდ თამაში მცირე უპირატესობას გვაძლევს"

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაზემირომ „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. 28 წლის საყრდენმა ინტერვიუ Esporte Interactivo-ს მისცა და იმედი გამოთქვა, რომ ცარიელი ტრიბუნები „სამეფო კლუბს“ დაეხმარება.

„გულშემატკივრების გარეშე აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, კარგი და ორივე გუნდისთვის რთული შეხვედრა გველის, თუმცა ჩვენ რეალი ვართ და ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს.

სიტი საკუთარი ქომაგების გარეშე ითამაშებს და ეს მცირე უპირატესობას გვაძლევს, თუმცა ფეხბურთელები და მწვრთნელები არ შეიცვლებიან. რეალის ყველა მოთამაშეს მშვენივრად მოეხსენება, რომ სირთულის დონეც იგივე იქნება, რადგან სიტი ძლიერი გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებისა“ და „სამეფო კლუბის“ დაპირისპირება 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. „სიტიმ“ პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-1 იმარჯვა და წყვილის ფავორიტად მიიჩნევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში