Aa
Aa

ლილი შეთავაზებებს ელოდება - გაბრიელისთვის გრანდები იბრძვიან

ფრანგული “ლილის“ ბრაზილიელ ცენტრალურ მცველ გაბრიელ მაგალიაეშს რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი ეპატიჟება.

გამოცემა RMC Sport-ის ცნობით, გასულ კვირას 22 წლის ფეხბურთელის აგენტს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებს შორის პირველადი კონტაქტი შედგა და „წითელ ეშმაკებს“ ჯერჯერობით არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

მანჩესტერელთა გარდა, ახალგაზრდა უკანახაზელის დამატებით „ევერტონი“ და „ნაპოლი“ ინტერესდებიან და იმავე RMC Sport-ის თქმით, ფეხბურთელის გადასაბირებლად ამჟამინდელი ფავორიტები სწორედ ეს კლუბები არიან.

კულუარული ცნობა, რომელიც ჯერჯერობით არ დასტურდება და ჭორის დონეზეა, ისაა, რომ გაბრიელისთვის ბრძოლაში ჩართვას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპულიც“ გეგმავს.

ტანმაღალი სტოპერის სატრანსფერო ღირებულება 20-25 მილიონი ევროა. მას „ლილთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები