Aa
Aa
3 აგვისტო 2020  |  11:26

"იქ გამგზავრება სახიფათოა" - US Open-ს ოსტაპენკოც გამოაკლდა

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას ელენა ოსტაპენკოს სახით კიდევ ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი გამოაკლდა.

„როლან გაროსის“ 2017 წლის გამარჯვებულმა ტურნირზე არგამოსვლის მიზეზად რისკის მაღალი ალბათობა დაასახელა.

„მირჩევნია, სახლში დავრჩე და ნორმალურად ვიცხოვრო. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა წესებია. მაგალითად, ევროპის მასშტაბით რეგულაციები გამკაცრდა, აშშ-ში კი გოგონები ამ დროის განმავლობაში უწყვეტად ვარჯიშობდნენ.

თუკი არ გაუქმდება, პანდემიის შემდეგ ჩემი პირველი ტურნირი პალერმოში იქნება, რასაც პრაღაში ასპარეზობა მოჰყვება. ამერიკაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის, რადგან იქ გამგზავრება ამ ეტაპზე საკმაოდ სახიფათოა“.

ამერიკის ღია პირველობის წლევანდელ ქალთა თანრიგს, ოსტაპენკოს გარდა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი და იმავე US Open-ის მოქმედი გამარჯვებული ბიანკა ანდრეესკუც გამოაკლდნენ.

ნიუ იორკში გასამართი გათამაშების დაწყების თარიღი 31 აგვისტოა, დასრულებით კი ტურნირი 13 სექტემბერს მამაკაცთა ფინალური მატჩით დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები