ჩხეტიანის გუნდის მოსაწყენი მატჩი და კუხიანიძის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

ჩხეტიანის გუნდის მოსაწყენი მატჩი და კუხიანიძის გამარჯვების გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' საჩხერის ''ჩიხურა'' 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი გიორგი კუხიანიძემ 68-ე წუთზე გაიტანა, ირაკლუ ბუღრიძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბეგაშვილმა ბურთი მოიგერია, კუხიანიძემ მეკარეს დაასწრო და 28 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.

ზოგადად თამაშზე იმის თქმა შეიძლება, რომ მატჩი საკმაოდ დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ქართული რეალობიდან გამომდინარეც კი ძალიან მოსაწყენი შეხვედრა ვიხილეთ.

კახა ჩხეტიანის გუნდმა მიმდინარე სეზონში 8-დან 4 მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

თბილისის ''დინამომ''  15 ქულა დააგროვა და ლიდერ გორის ''დილას'' გაუთანაბრდა. გიორგი ნემსაძის გუნდი მერვე ტურის მატჩს 2 აგვისტოს სტუმრად ''საბურთალოსთან'' ''მიხეილ მესხზე'' გამართავს. თამაში 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

თუ ''დილა'' დამარცხდება, ''საბურთალოც'' 15 ქულას მოაგროვებს და 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სამ გუნდს ვიხილავთ.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები