ბეგლარიშვილის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

ბეგლარიშვილის გამარჯვების გოლი

ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინური კტპ-ს მაისურით ზედიზედ მესამე მატჩში გოლი გაიტანა. მე-6 ტურში ეიფ-თან გასვლით შეხვედრაში 30 წლის ბეგლარიშვილმა გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე შეაგდო.

გამარჯვების გოლის ავტორმა სასტარტოში ითამაშა და 81-ე წუთზე შეცვალეს.

30 წლის ფეხბურთელი კტპ-ს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და ჩემპიონატის 6 მატჩში 3 გოლი ჩაიწერა აქტივში.

ბეგლარიშვილი ფინეთის თასზეც შედეგიანი იყო. მან თასის გათამაშების ოთხ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო.

ეიფ-თან ერთად ბეგლარიშვილის გუნდი 11 ქულით მეორე ადგილს იყოფს და ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის. პირველ ადგილზე ოულუა 18 ქულით.

ბეგლარიშვილის გუნდის მთავარი მწვრთნელი ესტონელი არგო არბაითერია, რომელიც ქართველს 2016 წელს ტალინის ''ფლორაში'' წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები