Aa
Aa

ბითაძე რამდენიმე კვირას გამოტოვებს - გოგამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე შესაძლოა, მიმდინარე სეზონში თავის გუნდს ვეღარ დაეხმაროს.

Indy Star-ის ჟურნალისტმა, ჯეი მაიკლმა „პეისერსის“ მთავარი მწვრთნელის, ნეით მაკმილანის სიტყვები გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ გოგა პარკეტზე დაბრუნებას კიდევ რამდენიმე კვირა ვერ მოახერხებს.

21 წლის ცენტრს მუხლი აწუხებს და ორლანდოში ჩასვლის შემდეგ, სრული დატვირთვით არცერთხელ უვარჯიშია. სავარაუდოდ, ბითაძე რეგულარული სეზონის დარჩენილ რვავე შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა, პლეიოფშიც ვერ ითამაშოს. არადა დომანტას საბონისის ტრავმის გამო ქართველი კალათბურთელის სათამაშო დრო გაიზრდებოდა და მას თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემოდა.

„ინდიანა“ რესტარტამდე კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს და 29 ივლისს „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდება. „პეისერსი“ სეზონს 2 აგვისტოს, „ფილადელფიასთან“ ჯახით განაახლებს. „პეისერსისთვის“ რეგულარული 14 აგვისტოს დასრულდება, პლეიოფის პირველი რაუნდი კი 17 აგვისტოდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები