მესიმ საკითხი წამოჭრა: ბარსა ბიელსასთან შეთანხმების მიღწევას ეცდება
Aa
Aa

მესიმ საკითხი წამოჭრა: ბარსა ბიელსასთან შეთანხმების მიღწევას ეცდება

სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ ''ლიდსის'' მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას ''ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელად მიწვევის თაობაზე კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს მიმართა.

გამომდინარე იქიდან, რომ ''ბარსელონა'' ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მადრიდის ''რეალთან'' დამარცხდა, მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის მიმართ ზეწოლა გაიზარდა და მისი კლუბიდან გაშვება ძალიან რეალური ხდება.

გამოითქვა ვარაუდი, რომ სეტიენი, რომელიც მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა, კლუბს დატოვებდა და აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაზე ''ბარსას'' პატრიკ კლუივერტი უხელმძღვანელებდა, თუმცა აღნიშნულ ვარაუდს ამ ეტაპზე გაგრძელება არ მოჰყოლია და ბრიტანული ''სანის'' ცნობით სეტიენი შესაძლოა ბიელსამ შეცვალოს, რომელმაც ''ლიდსი'' ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დააბრუნა.

ბიელსას ''ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელად დანიშვნას შესაძლოა იმ ფაქტმა შეუწყოს ხელი, რომ არგენტინელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე კვირაში ეწურება.

მესის 64 წლის სპეციალისტი ''ბარსელონას'' პრობლემების მოგვარების იდეალურ კანდიდატად ესახება. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ესპანური გრანდის ხელმძღვანელები ბიელსასთან შეთანხმებას ეცდებიან, რაც ინგლისის დატოვებას და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში კარიერის გაგრძელებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები