კაშია:
Aa
Aa

კაშია: "მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ირლანდიასთან მატჩის შემდეგ (0:1), კომენტარი გააკეთა. 

"მინიმუმ ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. სამწუხაროდ, იღბალმა ზურგი გვაქცია, თუმცა იმედია, მომავალში თამაშის ხარისხთან ერთად, რომელიც აშკარად უკეთესია, ფორტუნაც ჩვენ მხარეს იქნება". 

"პირველ ტაიმში 2-3 ისეთი მომენტი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა ფეხბურთში ხდება, როცა ბურთი კარში, უბრალოდ არ შედის. რა თქმა უნდა, გოლი ჩვენი გასატანია და ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალიც არაა". 

"ძალიან დასანანი გოლი გავუშვით, მეტოქეს კარშიც არ დაურტყამს და ბურთი რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ გავიდა".

"საბოლოო ჯამში თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, იყო მონაკვეთი, როცა თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით, ბურთიც გვეჭირა, მომენტებიც შევქმენით. ეს ყველაფერი კი, მომავალი თამაშებისთვის იმედიანად განმაწყობს". - განაცხადა კაშიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას, 9 ოქტომბერს, კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები