ილია თოფურია - მორიგი ქართველი მებრძოლი UFC-ში
Aa
Aa

ილია თოფურია - მორიგი ქართველი მებრძოლი UFC-ში

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი, ილია თოფურია იჩხუბებს.

23 წლის მებრძოლი აქამდე Cage Warriors-სა და Brave CF-ის ორგანიზაციებში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია. მან ჩატარებული 8 ბრძოლიდან რვავე დროზე ადრე დაასრულა.

თოფურია ნახევრადმსუბუქი (Featherweight) წონითი კატეგორიის მებრძოლია, სადაც ასევე საქართველოს სახელით მოასპარეზე გიგა ჭიკაძე ჩხუბობს.

ლიანა ჯოჯუას ,მერაბ დვალიშვილის, გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის შემდეგ ილია თოფურია მეხუთე ქართველია, რომელიც UFC-ში იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები