მან. იუნაიტედის 100 მილიონი და 20 წლის ტალანტი ოლდ ტრაფორდზე
Aa
Aa

მან. იუნაიტედის 100 მილიონი და 20 წლის ტალანტი ოლდ ტრაფორდზე

ბრიტანული მედიის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ჯეიდონ სანჩოს გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. სატრანსფერო თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია და 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მანჩესტერული გრანდის ნორვეგიელ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს დიდი სურვილი აქვს შეტევის ხაზში მეისონ გრინვუდთან და მარკუს რაშფორდთან ერთად სანჩო იხილოს.

სანჩო 2017 წელს ''მანჩესტერ სიტიდან'' 8 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''დორტმუნდში'' გადავიდა, სადაც ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და მსოფლიო ფეხბურთის ქომაგთა თუ სპეციალისტთა ყურადღების ქვეშ მოექცა.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 17 გოლი შეაგდო და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სანჩოს ''დორტმუნდთან'' კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და კვირაში მისი ხელფასი 190 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

საერთო ჯამში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან დუბლი შეასრულა.

სანჩო ''უოტფორდის'' საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2015-17 წლებში კი ''მანჩესტერ სიტიში'' ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები