კლოპი ალკანტარას შეუთანხმდა... გარიგებას სატრანსფერო თანხა აფერხებს
Aa
Aa

კლოპი ალკანტარას შეუთანხმდა... გარიგებას სატრანსფერო თანხა აფერხებს

პრემიერ ლიგის ჩემპიონს ტიაგო ალკანტარას გადაბირების დიდი სურვილი აქვს. ფეხბურთელის ''ბაიერნიდან'' წასვლის შემდეგ კლუბის მაღალჩინოსანმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიმდინარე ზაფხულში ისაუბრა. გერმანული გრანდი მზადაა ესპანელ ნახევარმცველს დაემშვიდობოს.

''ლივერპული'' ალკანტარას კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა გარიგება სატრანსფერო თანხის გამო ფერხდება. ''ბაიერნი''  36 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, თუმცა ინგლისურ კლუბს ტრანსფერის განხორციელება 23 მილიონად სურს.

ალკანტარას შესახებ ჰანს ფლიკმა ისაუბრა. ''ბაიერნის'' მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელის გუნდში დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა კარგად ესმის, რომ ''ბარსელონასა'' და ''ბაიერნში'' ასპარეზობის შემდეგ სპორტმენს განსხვავებულ გარემოში ახალი გამოცდილების მიღება სურს.

ფლიკი: ''ყველაფერს დრო აჩვენებს. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ დიდი მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიასპარეზოთ. მომავალი აჩვენებს დატოვებს თუ არა კლუბს ტიაგო, რომლის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი.''

29 წლის ალკანტარა 2009-13 წლებში კატალონიის ''ბარსელონას'' ფეხბურთელი იყო. 2013 წელს გუარდიოლას მიწვევით კარიერა მიუნხენის ''ბაიერნში'' გააგრძელა.

ესპანეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბუნდესლიგის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. ასევე, გერმანიის თასის ფინალში სამჯერ გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ადგილი იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები