Aa
Aa

სუარესი: „ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ გვაქვს, სელტასთან მატჩი გადამწყვეტი იყო"

„ბარსელონას“ ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუის სუარესი თვლის, რომ მის გუნდს ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვს. „ბლაუგრანას“ თავდამსხმელმა საკუთარი პოზიცია Sport-თან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა, რომ „ბარსასთვის“ გადამწყვეტი „სელტასთან“ მატჩი აღმოჩნდა.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ლა ლიგის ტიტულის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. აშკარაა, რომ სევილიასთან ნათამაშებმა ფრემ მდგომარეობა გაგვირთულა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, სელტასთან მატჩი იყო, რომელშიც ბრწყინვალე შანსი გავანიავეთ.

დარწმუნებული ვარ, სელტა რომ დაგვემარცხებინა, ატლეტიკოსთან უკეთ ვიასპარეზებდით. მთავარი დარტყმა სწორედ ვიგოში მივიღეთ. იაგო ასპასის მიერ ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა დიდი ტკივილი მოგვაყენა.

მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული და გამამართლებელი მიზეზების ძებნას არ ვაპირებთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვიასპარეზოთ“.

ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „ბლაუგრანა“ „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება და სასწაულის იმედზეა. „სამეფო კლუბს“ „ვილიარეალისა“ და „ლეგანესის“ წინააღმდეგ აქვს სათამაშო, „ბარსელონა“ კი სეზონს „ოსასუნასთან“ და „ალავესთან“ ჯახით დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები