Aa
Aa

ტრანსფერი დაწინაურებისთანავე - ნეგრედო კადისში ითამაშებს

ესპანურ საფეხბურთო ელიტაში დაწინაურებულ „კადისის“ პრეზიდენტმა, მანუელ ვისკაინომ გამოაცხადა, რომ მისი კლუბის რიგებში ვეტერანი ალვარო ნეგრედო ითამაშებს.

„ჩვენმა კლუბმა პრიმერა დივიზიონისთვის პირველი ტრანსფერი უკვე გაჩარხა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ალვარო ნეგრედო მომდევნო სეზონიდან „კადისის“ მაისურით იასპარეზებს“, - განუცხადა ვისკაინომ Cope-სა და Radio Marca-ს.

34 წლის ნეგრედო ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არაბულ „ალ-ნასრში“ თამაშობდა, იქამდე კი თურქული „ბეშიქთაშის“ ღირსებას იცავდა.

„კადისმა“ ლა ლიგაში აღზევება სეგუნდა დივიზიონის დასრულაბამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. ანდალუსიელები უმაღლეს ლიგას 14-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები