როცა ფული ყველაფერზე მაღლა დგას - მანჩესტერის ქომაგმა ლივერპულზე დადო და მოიგო
Aa
Aa

როცა ფული ყველაფერზე მაღლა დგას - მანჩესტერის ქომაგმა ლივერპულზე დადო და მოიგო

საყვარელი კლუბის წინააღმდეგ ფსონის განთავსება ყოველთვის ურთულესია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს ძალიან მომგებიანია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი ქომაგის მაგალითი ამის ნათელი დადასტურება გახლავთ.

ტონი უორდი ბავშვობიდან „წითელ ეშმაკებს“ გულშემატკივრობს, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში მრავალწლიანი სტაჟი არაფრად ჩააგდო და ფსონი „მანჩესტერის“ მოსისხლე მტრის, „ლივერპულის“ ჩემპიონობაზე გააკეთა. მაშინ მერსისაიდელთა ტრიუმფს კოეფიციენტი 1.65 ჰქონდა.

მან „წითლების“ ჩემპიონობაზე 55 000 ფუნტი სტერლინგი დადო, რომელიც 2017 წელს, მემკვიდრეობით მიიღო. 25 ივნისს კი, როცა იურგენ კლოპის გუნდმა ტიტული ნაადრევად გაინაღდა, 91 000 ფუნტი სტერლინგი მოიგო.

„კარგ დასვენებას მოვიწყობ და დარჩენილ თანხას შავი დღისთვის გადავინახავ. ლივერპული ყოველთვის ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გახლდათ და წითლებზე ფსონი დადება დიდხნიანი დებატების შემდეგ გადავწყვიტე.

ვიცოდი, რომ ტიტულს ან ლივერპული მოიპოვებდა, ან სიტი. სიმართლე გითხრათ, მანჩესტერ იუნაიტედის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და წითელ ეშმაკებს ბავშვობიდან ვქომაგობ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია“, - განაცხადა უორდმა.

აღსანიშნავია, რომ „ნისლიან ალბიონზე" უორდს მოიხსენებენ როგორც „მანჩესტერის“ ერთადერთ ქომაგს, რომელიც „ლივერპულის“ ჩემპიონობამ გააბედნიერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები