Aa Aa
13 ივლისი 2020  |  18:48

დავით ტურაშვილი-"ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით"

ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა. ტურაშვილმა კომენტარი fortuna.ge-სთან გააკეთა.

ნამდვილად ვერ გეტყვით თორნიკე შენგელია ინანებს თუ არა ამ არჩევანთან დაკავშირებით (სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცნობ მას) და ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წევრი“- განაცხადა ტურაშვილმა

შეგახსენებთ,ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები