Aa
Aa

რონდომ ტრავმა მიიღო და 6-8 კვირას იუქმებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა, რაჟონ რონდომ ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.

34 წლის გამთამაშებელმა კვირას გამართული ერთ-ერთი ვარჯიშისას მარჯვენა ხელის ცერა თითი მოიტეხა. „ლეიკერსის“ ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მას ოპერაცია ჩაუტარდება და სავარაუდოდ, პარკეტს 6-8 კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი 30 ივლისს განახლდება და თუ „ლეიკერსისთვის“ ყველაფერი კარგად წარიმართა, რონდო გუნდს პლეიოფის დასკვნით ეტაპზე შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში ვეტერანმა გამთამაშებელმა „ლეიკერსის“ მაისურით, რომელიც 49 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს, 48 შეხვედრა ჩაატარა. 34 წლის კალათბურთელი პარკეტზე საშუალოდ 20.5 წუთს ატარებს და 7.1 ქულას, 5 შედეგიან გადაცემასა და 3 მოხსნას აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ  „ლეიკერსი“ სეზონის განახლების შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისის დროით, 31 ივლისს გამართავს და უშუალო კონკურენტს, „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები