მარკოიშვილი: ''რუსეთი ოკუპანტია და ეს ცსკა-ში თამაშისას არაერთხელ მითქვამს''
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  13:45

მარკოიშვილი: ''რუსეთი ოკუპანტია და ეს ცსკა-ში თამაშისას არაერთხელ მითქვამს''

მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა თორნიკე შენგელიას რუსულ არმიულ კლუბში ტრანსფერზე ისაუბრა. მარკოიშვილი გადაცემა ''სპორტი იმედზეს'' ესტუმრა.

მანუჩარ მარკოიშვილი: ''მოსკოვის ცსკა-ში ვთამაშობდი და გამოვლილი მაქვს ის გრძნობა, რასაც ახლა თორნიკე განიცდის, თუმცა ჩემთან მიმართებაში ასეთი ტალღა არ ყოფილა. ალბათ, არც ასეთი მოთხოვნადი და ყურებადი კალათბურთელი ვიყავი.

მოსკოვის ცსკა კერძო კლუბია. მას არმიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა არმიასთან ასოცირდება. კლუბის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ცსკა კერძო კლუბია და მათი მიზანია ქომაგს დიდი სიამოვნება მიანიჭონ და ევროპაში წარმატებულად ითამაშონ.

მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად რუსეთთან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და როცა გაგვახსენება, მაშინ ვიწყებთ კრიტიკას. რუსეთში ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი თუ კულტურის მოღვაწე ჩადის.

არასდროს დაგვავიწყება, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ეს ვიცით და ვაღიარებთ. საუბარშიც ბევრჯერ გვითქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს არაერთხელ მითქვამს როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, როცა ცსკა-ში ვთამაშობდი.

მესმის იმ ადამიანების, რომლებიც შენგელიას აკრიტიკებენ, მაგრამ კულტურის და ზრდილობის ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები