ვან დერ ვაარტი მაგუაირს აკრიტიკებს: „ალბათ, ყოველდღე მეუღლეს ეუბნება რა ცუდი ფეხბურთელია
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი მაგუაირს აკრიტიკებს: „ალბათ, ყოველდღე მეუღლეს ეუბნება რა ცუდი ფეხბურთელია"

„ტოტენჰემისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ უკანახაზელი, ჰარი მაგუაირი გააკრიტიკა. ნიდერლანდელი Ziggo-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მაგუაირი მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

„ჩემი აზრით, მაგუაირი ყოველდღე სახლში მიდის და თავის მეუღლეს ეუბნება: „ფეხბურთს საშინლად ვთამაშობ, მაგრამ ძალიან ბევრს გამოვიმუშავებ. მათ მართლა სჯერათ, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ“.

დიახ, ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეა და ჰარი ყველას დასცინის. არასწორად არ გამიგოთ. მას რაღაცის გაკეთება ნამდვილად შეუძლია, თუმცა თუ მაგუაირი 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს, მაშინ ვან დეიკის ღირებულება 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი გახლავთ.

კვირას მოყვარულების წინააღმდეგ თამაში რომ გადავწყვიტო, მარტივად ვიპოვი სამ ფეხბურთელს, რომლებსაც ზუსტად იმის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მაგუაირი აკეთებს. ვიცი ოდნავ სულელურად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილად ასეა“.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტმა მაგუაირი ადრეც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებების მატჩში მაგუაირი მოედანზე ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები