''სპორტს და პოლიტიკას ყოველთვის ვმიჯნავდი'' - სანიკიძეს შენგელიას ტრანსფერი ახარებს
Aa
Aa

''სპორტს და პოლიტიკას ყოველთვის ვმიჯნავდი'' - სანიკიძეს შენგელიას ტრანსფერი ახარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ რუსულ მედიასთან თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა. სანიკიძის აზრით სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. სანიკიძე, რომელიც 2019 წლის 24 აგვისტოდან ბერძნული ''არისის'' სპორტული დირექტორია, ამ თემაზე ''სპორტ-ექსპრესს'' ესაუბრა.

''მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთ ქართველ ქომაგს უარყოფი რეაქცია ექნებოდა. რას ვიზამთ? მე და მანუჩარ მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ სპორტს და პოლიტიკას ყოველთვის ვმიჯნავდი. თორნიკეს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. მას უყვარს სამშობლო, ის პატრიოტია, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სპორტსა და პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. მათთვის სასიამოვნო სხვისი კრიტიკა და შეურაცხყოფა.

შენგელიას ცსკა-ში გადასვლა ძალიან მახარებს. თორნიკე ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია და ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ კლუბში გადადის.

ჩვენ ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით. არასდროს განვიხილავდით პოლიტიკას. დამიჯერეთ, პოლიტიკის გარდა უამრავი სასაუბრო თემა არსებობს.''

სანიკიძის კომენტარიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოსკოვის ცსკა-მ შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანეთის ჩემპიონმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს, რუსეთის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები