Aa
Aa

სეზონის ანტირეკორდი - ბარსას ნოუ კამპზე კარში ზუსტად დარტყმა გაუჭირდა

„ბარსელონამ“ თანაქალაქელ „ესპანიოლთან“ რთულ ბრძოლაში მოიგო და „რეალთან“ სხვაობა ისევ 1 ქულამდე შეამცირა. თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, კატალონიელებმა ერთ-ერთი სტატისტიკური ანტირეკორდიც დაამყარეს.

კიკე სეტიენის გუნდმა გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში კარში ზუსტად ვერ დაარტყა, რაც მიმდინარე სეზონში „ნოუ კამპზე“ გამართულ შეხვედრებში იქამდე არ მომხდარიყო. თანაც, საუბარია ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ თამაშებზე.

„ბლაუგრანას“ ბევრჯერ კარში არც მეორე ტაიმში დაურტყამს, მაგრამ ორიდან ერთ-ერთი ზუსტი დარტყმა შედეგიანად დასრულდა. ეს 56-ე წუთზე მოხდა, როცა გამარჯვების გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

კატალონიელებმა თავი 76 ქულას მოუყარეს, მათი კონკურენტი „რეალი“ კი ამ ტურის ეგიდით პარასკევს, საკუთარ არენაზე „ალავესის“ წინააღმდეგ ითამაშებს. თავად „ბარსა“ შემდეგ რაუნდში „ვალიადოლიდს“ სტუმრად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები