5 ცვლილების წესი მომდევნო სეზონშიც იმოქმედებს
Aa
Aa

5 ცვლილების წესი მომდევნო სეზონშიც იმოქმედებს

The Athletic იუწყება, რომ 5 ცვლილების წესი მომდევნო სეზონშიც იმოქმედებს. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

5 ცვლილების წესი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემოიღეს და მისი მიზანი ტრავმების თავიდან არიდებაა. გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო სეზონი ძალიან გადატვირთული იქნება და ფეხბურთელებს ზაფხულში ასპარეზობა სხვადასხვა სანაკრებო ტურნირებზე მოუწევთ, 5 ცვლილების წესი 2020-21 წლების სეზონშიც იმოქმედებს.

ამ წესს ევროპაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ 5 ცვლილება წყალს გრანდების წისქვილზე ასხამს, რადგან მათ გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ. პრემიერ ლიგაში „ბორნმუთი“, „ასტონ ვილა“, „შეფილდ იუნაიტედი“ და „ვესტ ჰემი“ ამ წესის შემოღებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ.

საგულისხმოა, რომ პრემიერ ლიგის სეზონის განახლების შემდეგ, ყველა შეხვედრაში 5 ცვლილება მხოლოდ ორმა გუნდმა, „მანჩესტერმა“ და „ბრაიტონმა“ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები