ტოპ 20 ცუდი ბიჭი NBA-ში - სიაში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა
Aa
Aa

ტოპ 20 ცუდი ბიჭი NBA-ში - სიაში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა

Lineups.com-მა NBA-ის ისტორიაში 20 ყველაზე „ცუდი ბიჭი“ დაასახელა, რომელთა შორის „გოლდენ სტეიტისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც მოხვდა. „ბიგ ზი“ მეოცე პოზიციაზე გაამწესეს.

„NBA-ში „ცუდი ბიჭის“ პერსონა გულშემატკივრებს ეზიზღებათ, მწვრთნელები მათ გამო სტრესს განიცდიან და თანაგუნდელებს ძალიან უყვართ. „ცუდ ბიჭებს“ ბინძური საუბარი (ე.წ trash-talk), ძალისმიერი თამაშის სტილი, პარკეტს მიღმა არაორდინალური ცხოვრების წესი და მწვრთნელებთან ხშირი კამათი ახასიათებთ. „ცუდი ბიჭები“ მეტოქეებში შიშს თესავენ და თავიანთი წესებით ცხოვრობენ.

20 - ზაზა ფაჩულია

ზაზამ მოუქნელ და ბინძურ კალათბურთელს შორის არსებული ზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა. იყო ცნობილი ინციდენტი, როცა იგი ნიკ იანგის ფეხს „წამოედო“ და რასელ უესტბრუკს დაეცა. უფრო ცნობილი ინციდენტი კავაი ლეონარდს უკავშირდება. კუთხიდან შესრულებული სამქულიანის შემდეგ, ზაზამ ლეონარდს პარკეტზე დასაშვები სივრცე არ დაუტოვა, რის გამოც კავაიმ პლეიოფების ყველა დარჩენილი შეხვედრა გამოტოვა, ხოლო სპურსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა. ზაზას თანაგუნდელებმა, მათ შორის კევინ დურანტმა, მომხდარი ფაჩულიას მოუქნელობით ახსნეს. ნეიტრალურმა კალათბურთელებმა, მათ შორის კაირი ირვინგმა კი, ზაზას ქმედებას „მიუღებელი“ უწოდეს. ამ ინციდენტების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ფაჩულია ბინძური კალათბურთელობისკენ იხრება“, - წერს Lineups.com.

სიას რაც შეეხება, Lineups.com-მა კალათბურთელები ასე გადაანაწილა.

19 - კელი ოლინიკი

18 - მეტ ბარნსი

17 - პატრიკ ბევერლი

16 - სტივენ ჯექსონი

15 - კრის ანდერსენი

14 - გარი პეიტონი

13 - ბენ უოლასი

12 - რიკ მაჰორნი

11 - აიზეია რაიდერი

10 - დრეიმონდ გრინი

9 - რაშიდ უოლასი

8 - ლატრელ სპრიუელი

7 - კარლ მელოუნი

6 - ჩარლზ ბარკლი

5 - ალენ აივერსონი

4 - ჩარლზ ოკლი

3 - ბილ ლეიმბირი

2 - დენის როდმანი

1 - მეტა უორლდ პისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები