ბართომეუ: ''სეტიენის ევოლუციით ბედნიერი ვარ, ის გუნდში რჩება''
Aa
Aa

ბართომეუ: ''სეტიენის ევოლუციით ბედნიერი ვარ, ის გუნდში რჩება''

''ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ RAC1-თან ინტერვიუში კიკე სეტიენის კატალონიურ კლუბში მუშაობის შესახებ საუბრობს. ბართომეუს აზრით ვალვერდეს გუნდიდან გაშვება და სეტიენის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

''სეტიენი მუშაობას გააგრძელებს. ამ მომენტში ძალიან ბედნიერი ვარ სეტიენის მიერ გაწეული სამუშაოთი, კლუბში განხორციელებული განვითარებით, სეტიენის ევოლუციით და იმ თამაშით, რაც ''ბარსელონამ'' ბოლო ორ მატჩში აჩვენა.

ვალვერდეს გაშვებას არ ვნანობ. გუნდში ცვლილების დრო იყო. ვალვერდეს გაშვების შემდეგ სეტიენი ახალი იდეებით მოვიდა. სეტიენი შემდეგ სეზონშიც ''ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი იქნება.''

კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის გასული ორი ტურიდან ''ატლეტიკოსთან'' ''ნოუ კამპზე'' ფრედ 2:2 ითამაშა, შემდეგ კი სტუმრად ''ვილიარეალი'' 1:4 დაამარცხა.

2020 წლის 13 იანვარს ერნესტო ვალვერდემ ესპანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მისი მოხსნის შემდეგ ბართომეუმ ''ბეტისის'' ექს-მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიწვია, რომელიც შემდეგ სეზონშიც კატალონიელთა გუნდში იმუშავებს.

ესპანეთის ლა ლიგის 2019-20 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ''რეალი'' 77 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე საფეხურზე მყოფ ''ბარსელონას'' 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები