Aa
Aa

რანგნიკი მოდის | გაზიდისმა მალდინის ელჩობა შესთავაზა, თუმცა...

გავლენიანი იტალიური გამოცემების ინფორმაციით, რალფ რანგნიკის „მილანში“ დანიშვნის შესახებ კლუბში მომუშავე მაღალჩინოსნებს უკვე შეატყობინეს.

გერმანელი სპეციალისტი „როსონერის“ სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს და მართვის სადავეებს როგორც სამწვრთნელო მიმართულებით, ასევე მენეჯმენტშიც აიღებს. რანგნიკი სპორტული დირექტორის ფუნქციას შეითავსებს და კლუბის სამედიცინო სტრუქტურაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

Sky Sport Italia წერს, რომ ამ ყველაფრის შესახებ „შავ-წითელთა“ ლეგენდას და ამჟამინდელ ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის პირადად აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა მოახსენა. გაზიდისმა მალდინის, რომელიც რანგნიკის მისვლის შემდეგ დირექტორის უფლებებს დაკარგავს, კლუბის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც, სავარაუდოდ, უარი მიიღო.

იტალიური პრესის მტკიცებით, სეზონის დასრულების შემდეგ „როსონერის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლისთან ერთად, დატოვებს მალდინიც, რომელიც „შავ-წითელთა“ სტრუქტურაში 2018 წლის აგვისტოდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები