სანაძე ადრიატიკის ლიგაში - დუდას გადაბირებით ორი გუნდი ინტერესდება
Aa
Aa

სანაძე ადრიატიკის ლიგაში - დუდას გადაბირებით ორი გუნდი ინტერესდება

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ შესაძლოა კარიერა ადრიატიკის ლიგაში გააგრძელოს. Sportando-ის ინფორმაციით, ქართველი სნაიპერის მიმართ ინტერესს ხორვატული „ზადარი“ და სლოვენიური „კოპერ პრიმორსკა“ იჩენენ.

გასულ სეზონში სანაძე პორტუგალიაში ასპარეზობდა და „ოლივეირენსეს“ ღირსებას იცავდა. დუდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და სეზონში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებულად გამოცხადდა, 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სანაძე საშუალოდ 16.3 ქულას, 4.8 მოხსნას და 3.1 პასს აგროვებდა. მან დიდი როლი ითამაშა პორტუგალიის თასის დასაკუთრებაში და 17 ქულით „ოლივეირენსეს“ ფინალური მატჩი „ბენფიკასთან“ 83:81 მოაგებინა.

აქვე გეტყვით, რომ სანაძე „პრიმორსკას“ ღირსებას 2016-17 წლებში იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში საშუალოდ 17.3 ქულას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები