ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "2019 წელს რეალისგან შემოთავაზება მივიღე"

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ Marca-სთან ინტერვიუში უცნობი ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ 2019 წელს მადრიდის „რეალმა“ მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.

ორი წლის წინ „რეალთან“ კონტაქტი მქონდა, მათგან შემოთავაზება მივიღე, თუმცა არაფერი გამოვიდა, რადგან „იუვესთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა. გარდა ამისა, მე კლუბისა და ქომაგების მიმართ ძლიერი მორალური ვალდებულება გამაჩნდა“.

ალეგრიმ საუბარი ზიდანის შესახებ განაგრძო:

„ის ძალა, რომელიც ზიდანმა გუნდის დასაბალანსებლად გამოავლინა, რაც მან კაზემიროს შემთხვევაში გააკეთა - ეს, უბრალოდ ტაქტიკური მასტერკლასის დემონსტრირება იყო“.

„მედ მაქსმა“ საუბარი მისი მომავლის შესახებ გააგრძელა:

„მას შემდეგ, რაც „იუვე“ დავტოვე, ჩემი „ბატარეები დავტენე“. ახლა თავისუფალ დროს მშობლიურ ქალაქ ლივორნოში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ.

ჩემთვის სულ ერთია, მომდევნო სამუშაო ადგილი იტალიაში იქნება, თუ საზღვრებს მიღმა. ვეძებ კლუბს, რომელსაც ექნება საინტერესო პროექტი და ძალა, რომ იბრძოლოს გამარჯვებებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ზიდანის წასვლის შემდეგ, „რეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგი და სანტიაგო სოლარი დანიშნა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა, რის შემდეგაც ფლორენტინო პერესი ალეგრის დაუკავშირდა, რომლისგანაც უარი მიიღო, ამის შემდეგ კი მადრიდელები კვლავ ზიდანს დაუკავშირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები