Aa
Aa

"მარადონას გადმოსვლაც არავის სჯეროდა" - ნიუელსის ვიცე-პრეზიდენტი მესის ტრანსფერზე

„ნიუელს ოლ ბოისის“ ვიცე-პრეზიდენტი, კრისტიან დ’ამიკო ლიონელ მესის გუნდში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს შეუძლებელი არაა.

„მესის ჩვენს გუნდში დაბრუნება შეუძლებელი არ მგონია, ეს საკითხი გარკვეულწილად მის ოჯახს ეხება. როგორც დირექტორებმა, საუკეთესო შესაძლო ვარიანტები უნდა შევქმნათ, რათა მას გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ.

მარადონას „ნიუელსში“ გადმოსვლაც არავის სჯეროდა, თუმცა მან ჩვენი გუნდის მაისური მოირგო. იმედი მაქვს, ლეოს შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი მოხდება.

ცხადია, ჩვენ საქმე ზედმეტად არ უნდა გავართულოთ. „ნიუელსი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვაზე ოცნებობს? დრო გვეტყვის ეს შესაძლებელია თუ არა - დავმშვიდდეთ და დაველოდოთ“.

მესი 7-დან 13 წლამდე სწორედ „ნიუელსის“ აკადემიაში იზრდებოდა. მას სხვადასხვა ინტერვიუებში ნათქვამი აქვს, რომ თუკი ოდესმე „ბარსელონას“ დატოვებს, მშობლიურ „ნიუელსს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები