ზლატანი ბრუნდება - იბრამ შესაძლოა სპალის წინააღმდეგ ითამაშოს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანს სავარაუდოდ „სპალის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება. ეს ინფორმაცია „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ გაავრცელა და 38 წლის შვედ თავდამსხმელს „მშიერი ლომი“ უწოდა.
„იბრაჰიმოვიჩი თავს კარგად გრძნობს. გუშინ შესანიშნავი სავარჯიშო სესია ჰქონდა და დღესაც თუ იგივე განმეორდება, სპალის წინააღმდეგ განაცხადში მოხვდება. ზლატანი ლომია, რომელიც ყოველთვის მშიერია“.
ზლატანმა ტრავმა მაისში, „მილანის“ ერთ-ერთი ვარჯიშისას მიიღო. იტალიურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება უმძიმესი იყო და „იბრა“ მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდებოდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანს" იანვარში შეუერთდა. მის კონტრაქტს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, თუმცა „როსონერის" ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.
„შავ-წითლები“ ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვიან და „სპალს“ ხვალ, თბილისის დროით 23:45-ზე დაუპირისპირდებიან.