Aa Aa
29 ივნისი 2020  |  23:14

ვალენსიამ ალბერტ სელადესი გაათავისუფლა

„ვალენსიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალბერტ სელადესი გაათავისუფლა. რამდენიმე წუთის წინ, კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

„ღამურების“ არჩევანი მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა. „ვალენსიამ“ ყველა ტურნირის ეგიდით გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა და სეზონის განახლების შემდეგ, „ეიბართან“, „რეალთან“ და „ვილიარეალთან“ დამარცხდა.

სეზონის დარჩენილ შეხვედრებში გუნდს ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) უხელმძღვანელებს, რომელიც „ვალენსიას“ დროებით თავკაცად კუმანისა და პრანდელის წასვლის შემდეგაც დაინიშნა.

ესპანურ პრესაში ალბერტ სელადესის შემცვლელად ერნესტო ვალვერდეს ასახელებენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, ვალვერდეს ასისტენტი, ჟონ ასპიასუ ვალენსიაში შენიშნეს და ამის მიზეზი სახლის შერჩევა გახლდათ. ასე რომ, დიდი შანსია ბასკი სპეციალისტი „ლოს ჩეს“ დაუბრუნდეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება