Aa
Aa

დიდი ხელფასი და ამბიციები - ბენფიკა პოჩეტინოს დაეკონტაქტა

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, „ბენფიკა“ მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას ცდილობს და მას უკვე დაეკონტაქტა კიდეც.

როგორც ცნობილია, „არწივების“ ამჟამინდელი თავკაცი, ბრუნო ლაჟი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, ხელმძღვანელობა კი მის შემცვლელს აქედანვე აქტიურად ეძებს.

პოჩეტინომ რამდენიმე დღის წინ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცით, კარიერას რომელ კლუბში ან ქვეყანაში გააგრძელებს.

პორტუგალიური პრესის ცნობით, მას შემდეგ, რაც ყოფილ კლუბს უარი ჟორჟე ჟესუშმა უთხრა, „ბენფიკას“ სიის სათავეში სწორედ პოჩეტინოა. ლისაბონელები არგენტინელ სპეციალისტს ელაპარაკნენ და შესაძლო თანამშრომლობის პირობები გააცნეს.

როგორც ჩვენი პირენეელი კოლეგები წერენ, იქაური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 48 წლის სპეციალისტს მაღალანაზღაურებად კონტრაქტს სთავაზობს და მის დაყოლიებას დიდწილად სწორედ ამ ხერხით შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მე-2 ადგილზეა და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე ლიდერ „პორტუს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები