Aa Aa
27 ივნისი 2020  |  16:03

შერმადინის დიდი აღიარება ესპანეთში: ''Top 5-ში ადგილს შენგელიაც იმსახურებდა''

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოკითხვის გზით 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ხუთეული შეადგინა. გამოკითხვაში ქომაგები, მედიის წარმომადგენლები, მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ.

მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე ხუთეულში თორნიკე შენგელიას არყოფნა სრული ნონსენსია, თუმცა სასიხარულოა, რომ ხუთეულში „იბეროსტარ ტენერიფეს'' ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი მოხვდა.

სეზონის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: გიორგი შემარდინი (იბეროსტარ ტენერიფე, ცენტრი), ფაკუნდო კამპაცო (რეალი, გამთამაშებელი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი, მსროლელი), ალექს ბუტილი (უნიკახა, ფრთა), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, ფორვარდი).

ამ თემაზე შერმადინი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: “ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ჩემთვის, ისე ყველა ამ ტიტულის მფლობელისთვის. აღნიშნული გამოკითხვის შესახებ ყველამ იცოდა და მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოთა შორის იმსახურებდნენ ადგილს, მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოქვეყნებას.

დღეს, დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოკითხვის შედეგად ლიგის MVP და სიმბოლური პირველი და მეორე ხუთეულები გამოვლინდნენ. ძალიან გასახარია, რომ ორივე ხუთეულში ქართველები მოვხვდით, რასაც ყველა ჩვენს ქომაგს, ქართველს თუ არაქართველს, გულითადად ვულოცავ.

თორნიკე შენგელიას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ის პირველ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული მეორედ მოვიგე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კორონავირუსის შემდეგ განახლებული ფინალური ფაზის თაამშებში ვერ ვიყოჩაღეთ. “ტენერიფემ” საწყისი 2 მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, სასიახულოა, რომ ნახევარფინალშია თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელიც “ვალენსიას” ხვდება და იმედი მაქვს, ფინალში გასვლასაც მოახერხებს”.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მეორედ მოხვდა. ანალოგიური აღიარება 2016-17 წლების სეზონშიც მიიღო.

''ბასკონიას'' ლიდერი და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია მეორე ხუთეულში მოხვდა. მასთან მეორე ხუთეულში შემდეგი ოთხი მოთამაშეა:  მარსელიონიო ჰუერტასი (ტენერიფე), ალბერტო აბალდე (ვალენსია), ადამ ჰანგა (ბარსელონა) და ვალტერ ტავარეში (რეალი).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება