Aa
Aa

სეზონი დასრულებულია? - აგუერო შემოწმებაზე ბარსელონაში უნდა ჩავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ ექიმების მიერ სერხიო აგუეროს მუხლზე ჩატარებულმა ტესტმა არცთუ სახარბიელო შედეგი აჩვენა.

„ქალაქელთა“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მუხლის დაზიანების ზუსტი ფორმა ვერ დადგინდა, ამიტომ არგენტინელი სპეციალური შემოწმების გასავლელად ბარსელონაში უნდა გაემგზავროს.

აგუეროს ცნობილი ექიმი, რამონ კუგატი შეამოწმებს, რის შემდეგაც ტრავმის სირთულის შესახებ უფრო კოკრეტულად გვეცოდინება.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ დიდი შანსია, 32 წლის თავდამსხმელისთვის, რომელიც ორშაბათს, „ბარნლისთან“ მატჩისას დაშავდა, სეზონი დასრულებული იყოს. არადა, „სიტის“ პრემიერ ლიგის გარდა, Fa Cup-ისა და ჩემპიონთა ლიგის ბატალიები ელის. გუარდიოლას გუნდი ხვალ სტუმრად „ჩელსის“ ეთამაშება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები