Aa
Aa

ფეხბურთელები და შტაბის წევრი - პსჟ-ში 4 ინფიცირებულია

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ბანაკში კორონავირუსით 4 ადამიანი დაინფიცირდა. კლუბის ოფიციალური განმარტებით, მათგან 3 ფეხბურთელია, ხოლო 1 შტაბის წევრი.

პარიზელთა განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ დაინფიცირებულ პიროვნებებს სიმპტომები აღენიშნებოდათ, რის გამოც სხვებთან ახლო კონტაქტში არ შედიოდნენ.

არადა, პარიზელები სათასო ბატალიებისთვის ემზადებიან. მათ დაახლოებით ერთ თვეში ორი ფინალის გამართვა მოუწევთ - 24 ივლისს საფრანგეთის თასის სატიტულო მატჩია, 31 ივლისს კი უკვე ქვეყნის ლიგის თასის ფინალური შეხვედრა.

პსჟ ორიდან ის ერთ-ერთი კლუბია, რომელსაც ევროპული ტრებლის შესრულების შანსი შერჩა. ამის შესაძლებლობა მიუნხენიც „ბაიერნსაც“ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები