''ქინქი - უბრალოდ საუკეთესო'' - ქინქლაძის დრიბლინგი და არველაძის გოლი დინამოში
Aa
Aa

''ქინქი - უბრალოდ საუკეთესო'' - ქინქლაძის დრიბლინგი და არველაძის გოლი დინამოში

2017 წელს შოთა არველაძემ ოფიციალურ გვერდზე თბილისის ''დინამოში'' გატანილი გოლებიდან ერთ-ერთის ვიდეოჩანაწერი ატვირთა, რომელშიც გიორგი ქინქლაძე საკუთარი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმომდე შესანიშნავ დრიბლინგს ახორციელებს.

''ქინქი - უბრალოდ საუკეთესო'' - ასე ასათაურებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მის მიერ გატანილ გოლს, რომელიც გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ გავიდა.

გიორგი ქინქლაძე 1989-91 წლებში თბილისის ''მრეტების'' ღირსებას იცავდა, 1991 წლიდან 1995 წლის ზაფხულამდე კი თბილისის ''დინამოს'' მოთამაშე იყო. 1993 წელს იჯარით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზაარბიუკენში'' თამაშობდა, 1994 წელს კი მცირე ხანი არგენტინულ ''ბოკა ხუნიორსში'' დაჰყო. 1995 წელს 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად ''დინამომ'' ''მანჩესტერ სიტიში'' გაასხვისა.

ვიდრე ''ქინქი'' ''ნისლიან ალბიონზე'' ალან ბოლს პირველივე ვარჯიშზე საოცარი თამაშით აღტაცებაში მოიყვანდა, ამომავალი ვარსკვლავი იტალიურმა მედიამ ''შავი ზღვის ჯანი რივერად'' მონათლა, როცა იტალიასთან მატჩში ქინქლაძემ შესანიშნავად ითამაშა, როცა ის ''დინამოს'' ფეხბურთელი იყო. 1995 წლის ზაფხულში ''ქინქი'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობა.

ვიდეო: ფონდი არველაძეების არქივი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები