თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ითამაშებს
Aa
Aa

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაციას ბერძნული მედია  სათაურით - "ზაფხულის ბომბი აფეთქდა, შენგელია ცსკა-ში ითამაშებს" ავრცელებს.

თოკოს "ბასკონიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ მოსკოვურმა კლუბმა მისი ხელშეკრულება 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

2019-20 წლების ევროლიგაში შენგელიას საშუალო მაჩვენებელი ასეთია: 15,9 ქულა, 5,6 მოხსნა და 2,9 პასი.

28 წლის შენგელია 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ''ბრუკლინისა'' და ''ჩიკაგოს'' მოთამაშე იყო. 2014 წლიდან შენგელია ბასკური კლუბის ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, თორნიკე შემგელიამდე მოსკოვურ კლუბში მანუჩარ მარკოიშვილიც ასპარეზობდა. "მანუ" ცსკა-ს ღირსებას 2014/15 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები