გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ლაგუნა ტენერიფემ ნიმბურკს უმასპინძლა და 104:80 გაანადგურა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 9 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მის აქტივში მხოლოდ 3 ქულა და 7 მოხსნა იყო.

მატჩის მიმდინარეობისას შერმადინმა 2-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ორივე ააცილა. 4 საჯარიმო ტყორცნიდან კი 3 გამოიყენა.

7 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი მეტოქის. ჯამში კი მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში ვიდორეტას გუნდი ტრიესტეს უმასპინძლებს. მატჩი 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის გარეშე | ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
ლებრონის გარეშე | ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია