თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ევროლიგა | შენგელიას 11 ქულა და ბარსელონას მძიმე გამარჯვება დუბაისთან

ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ დუბაის უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 91:89 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე 23 წუთი და 29 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, თორნიკემ 3-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და 1 გამოუვიდა. 4-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 3 აღმოჩნდა. 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ორივე ჩააგდო.

3 მოხსნიდან 1 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი მეტოქის. ჯამში შენგელიამ ორი პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონა ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები