ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

კვარას ულამაზესი გოლი | პსჟ სპორტინგთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-7 ტურში ლისაბონის სპორტინგმა შინ პსჟ-ს 2:1 მოუგო.

74-ე წუთზე ლისაბონური კლუბის კუთხურს გოლი მოჰყვა, კოლუმბიელმა ლუის სუარესმა სპორტინგი დააწინაურა. 79-ე წუთზე უსმან დემბელეს პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა, უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა (5 საგოლე მოქმედება).

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი

ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბი სათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაშში მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე ჩართო.  რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, სპორტინგის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მინდორზე მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე გამოვიდა. რეალურად არ უთამაშია.

მატჩის გოლები

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-მ 7-დან 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 დათმო. ლიგის ფაზაში მე-5 ადგილზეა, თუმცა მიმდინარე ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაქვეითდეს. მე-8 ტურში, 28 იანვარს პსჟ ნიუკასლს მიიღებს. სპორტინგის აქტივშიც 13 ქულაა, მე-6 ადგილზეა. მე-8 ტურში, 28 იანვარს ბილბაოს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები