ზლატანი კარიერის გაგრძელებას შვედეთში გეგმავს
Aa
Aa

ზლატანი კარიერის გაგრძელებას შვედეთში გეგმავს

ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მილანის“ საბოლოოდ დატოვება უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილი აქვს, ამჯერად კი GDS-ი წერს, რომ იბრა კარიერას შვედურ „ჰამარბიში“ გააგრძელებს.

ზლატანმა „მილანის“ განვითარების გეგმა ვერ დაინახა და კლუბზე გული სწორედ მას შემდეგ აუცრუვდა.

პანდემიის დროს იბრა სწორედ „ჰამარბიში“ ვარჯიშობდა და ფორმის შენარჩუნებას ცდილობდა. „იბრაკადაბრა“ კლუბის ერთ-ერთი მფლობელიც გახლავთ.

ზლატანი „როსონერიში“ ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა.

როგორც ცნობილია, სილვიო ბერლუსკონის გრანდიოზული გეგმები აქვს და თავის გუნდში, „მონცაში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კაკას გადაყვანას აპირებს, თუმცა იცის, რომ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები