Aa
Aa

ბარსა და იუვე 1/8 ფინალებს სახლში ითამაშებენ? - უეფა-ს ვარიანტები

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების ერთ ქალაქში გამართვა იგეგმება, დიდი შანსია, 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები “ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ მაინც საკუთარ არენებზე ჩაატარონ.

სხვადასხვა ევროპული გამოცემების, მათ შორის: Sky Sport Italia-სა და Bild-ის ინფორმაციით, ბარსელონა და ტურინი 1/8 ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებენ, 1/4 ფინალური ეტაპიდან კი ტურნირის ყველა დაპირისპირება ერთ ლოკაციაზე გაიმართება.

1/4 ფინალებიდან ანალოგიური ფორმატი განიხილება ევროპა ლიგის შემთხვევაშიც, მასპინძელი კი, სავარაუდოდ, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი იქნება, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლად ესპანეთის ერთ-ერთი ქალაქი მოიაზრება, ხოლო უეფა-ს სუპერ თასის ჩატარება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იგეგმება.

უეფა ამ ყველაფრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს, როცა ასევე სანაკრებო მატჩთა, მათ შორის ერთა ლიგის, გამართვის ლოკაციები და ფორმატი გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები