US Open - ჯოკოვიჩი უკმაყოფილოა:
Aa
Aa

US Open - ჯოკოვიჩი უკმაყოფილოა: "პირობები რადიკალურია... ეს შეუძლებელია"

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ჩატარებაზე და კერძოდ, ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ პირობებზე საკუთარ კრიტიკულ აზრს აფიქსირებს და ამბობს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია.

„ხელმძღვანელობასთან გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა. სეზონის გაგრძელებაზე ვისაუბრეთ, ასევე აშშ-ს ღია პირველობაზე. ის პირობები, რომლებსაც გვთავაზობენ მართლც რადიკალურია.

ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს. როგორც ამბობენ, აეროპორტთან ახლოს სასტუმროებში ცხოვრება მოგვიწევს, კვირაში 2-3-ჯერ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება მოგვიწევს საჩოგბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მხოლოდ 1 თანმხლების ყოლა შეიძლება, რაც შეუძლებელია. ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ მწვრთნელები და ფიზიოტერაპევტები.

არსებული შემოთავაზება საკმაოდ ხისტია, თუმცა ამ ზომების გაგება შემიძლია, რადგან ეს აუცილებლობაა. არსებობს ფინანსური მხარე, კონტრაქტები, რომელთა გავლენით ორგანიზაციები ტურნირების ჩატარებას ითხოვენ.

ჯერ ადრეა და აგვისტომდე დიდი დროა, ვნახოთ რა გამოვა“.

როგორც მოგეხსენებათ, „ნოლემ“ საყოველთაო ვაქცინაციის გამოყენებაზე რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ უარი განაცხადა:

„პირადად მე, ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ და არ ვაპირებ აცრა გავიკეთო, რათა მოგზაურობის საშუალება მომეცეს. თუმცა, თუკი ეს სავალდებულო გახდა, მაშინ რა მოხდება? რაღაც გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს და შეიცვლება თუ არა ის, ნამდვილად არ ვიცი. მეორე მხრივ, ვაქცინა ჯერ არ არსებობს და საკითხი კვლავ ღიადაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები