მეუღლის პოსტების გამო გუნდიდან გაუშვეს - კატაი გალაქსის დაემშვიდობა
Aa
Aa

მეუღლის პოსტების გამო გუნდიდან გაუშვეს - კატაი გალაქსის დაემშვიდობა

„ლოს-ანჯელეს გალაქსიმ“ 29 წლის სერბი ფეხბურთელი, ალექსანდარ კატაი გუნდიდან გაუშვა. კლუბმა დღეს 1-წინადადებიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

კატაის გუნდიდან წასვლა მისი მეუღლის, ტეა კატაის პოსტებს უკავშირდება. ფეხბურთელის მეუღლემ „ინსტაგრამის“ სთორიში აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და ამერიკელ სამართალდამცველებს სერბულ ენაზე „ნეხვის მოკვლისკენ“ მოუწოდა.

ამის შემდეგ, მან კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა და დემონსტრანტებს „ამაზრზენი ნახირი“ უწოდა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულა და კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც შავკანიანი ქალბატონი გახლდათ გამოსახული, რომელიც მაღაზიიდან Nike-ის სპორტული ფეხსაცმლის ყუთით გარბოდა. ამ ფოტოს თან ასეთი წარწერა ახლდა: „Black Nikes Matter”.

„ლოს-ანჯელეს გალაქსიმ“ მომხდარი დაგმო, ხოლო ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის პოსტები მიუღებელი იყო და მისი ოჯახის ღირებულებებთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა ამან ვერ უშველა და გუნდის დატოვება მაინც მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები